წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთს, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, ამერიკელი სპეციალისტები შეისწავლიან. ამერიკული დელეგაცია საქართველოში 28 აგვისტოს ჩამოვა. სავარაუდოდ, სწორედ ამერიკელი სპეციალისტების ვიზიტის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის თქმა შესაძლებელია თუ არა არსებული გზის აღდგენა, თუ გაკეთდება ალტერნატიული საავტომობილო გზა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა და სრულიად გამოვიდა მწყობრიდან წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში გადის.