LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატარა დანახარჯი არ არის, როდესაც ერთ პატიმარზე ერთი წლის განმავლობაში 200 000 ლარი იხარჯება” – სამხარაძე სააკაშვილზე

173
BeFunky-collage - 2022-12-23T015057.352

პატარა დანახარჯი არ არის, როდესაც ერთ პატიმარზე ერთი წლის განმავლობაში 200 000 ლარი იხარჯება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის

“სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიზიტებისას არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი საერთოდ არ იყო წამოჭრილი. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის.

რაც შეეხება ევროპარლამენტს და რამდენიმე დეპუტატს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს (ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც დადებითი კუთხით იცნობენ) არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რეზოლუციაში ამ ჩანაწერით [მიხეილ სააკაშვილის შესახებ] დააზიანონ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აზიანებ, სახელმწიფოსაც აზიანებ.

აქედან გამომდინარე მივიღეთ სიტუაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ ავტორმა ხმა არ მისცა, ისე დაუმახინჯეს საკუთარი ანგარიში. კიდევ უფრო მეტი ლუსტრირება მოხდა, რომ იქ არის კონკრეტული ჯგუფი რამდენიმე ევროპარლამენტარისა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სააკაშვილს და მის პარტიას დახმარების ხელი გაუწოდონ – ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ამის”, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ამავე თემაზე:

ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

მელია: ჩანს დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა – ტექნიკურად, პროცესის წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელია.. მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება

გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g