LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს: მშვიდობას, კეთილდღეობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ღარიბაშვილი

160
ირაკლი ღარიბაშვილი4-4

ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო გატარებული პოლიტიკის შედეგად, წლევანდელი და გასული წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

„ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ნეგატიური გავლენებისა და ეფექტების შემცირება, ამ რისკების დაზღვევა,  საფრთხეების მინიმიზება, შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული ვითარებაა, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია. რეალურად, დღეს მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. თანაც ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს, გასულ წელსაც ასევე წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ხალხზე, მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი" - ირაკლი ღარიბაშვილი

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელს ბრიუსელში ვიზიტისას ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ წარადგინა ერთ-ერთ პროექტად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g