LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 რამ, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას მანდილოსნები პაემნის დროს

58

საუბარი იმის შესახებ, რომ პირველი პაემანი ყველაზე მნიშვნელოვანია, ლაპარაკი ზედმეტია. პირველი ხომ ყველაფერი სხვანაირია, პირველი შეხება, შთაბეჭდილება, სითბო, ხუმრობა… ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს თეორია ძალიან ბევრი გამოკვლევით თუ გამოკითხვით დამტკიცდა. მაგრამ, ისმის კითხვა: რას აქცევენ ყველაზე მეტად ქალები ყურადღებას პირველ პაემანზე? მოდით ერთად ვნახოთ.

სულ ახლახან დასრულდა გამოკითხვა ბრიტანეთში ამ თემასთან დაკავშირებით. გამოიკითხა მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი, პროცენტულობის მიხედვით სია ასე გამოიყურება:

  • სიამაყის ზომა – 1%
  • უკანალი – 1%
  • მკერდი – 1%
  • მხრები – 3%
  • სისუფთავე – 3%
  • ბიცეპსი – 4%
  • ინტელექტი – 4%
  • თავდაჯერებულობა – 5%
  • სხეულის მოყვანილობა – 8%
  • ხმა – 9%
  • იუმორის შეგრძნება – 9%
  • თმები – 12%
  • სურნელი – 14%
  • ტანსაცმელი – 16%
  • ხელები – 17%
  • სიმაღლე – 21%
  • კბილები – 22%
  • ღიმილი – 52%
  • თვალები – 88%

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრიტანეთში მანდილოსნების უმეტესობა პირველ პაემანზე ყველაზე მეტად საპირისპირო სქესის თვალებს აკვირდება, ფსიქოლოგებმა ამ გამოკითხვას დადებითი შეფასება მისცეს და კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ თვალები ადამიანის სარკეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები