LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეტი „ჯორჯია“ პრემიერით: „გაგვიმართლა, რომ რუსა მორჩილაძემ ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა…“

361
რატი და მაკა

გადაცემაში „არტ ფმ“ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაიმართა დუეტ „ჯორჯიას“ ახალი სიმღერის პრემიერა.

თათა სადრაძის გადაცემას სტუმრობდნენ რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე და პრემიერის შესახებ ისაუბრეს. ეს არის რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი ძველი კომპოზიცია „ნუ შეგაშინებს დრო“, რომელსაც თავად ნათია გოგიტიძესთან ერთად წლების წინ ჩაწერა.

მაკა ზამბახიძე: 

„ვიცი, რომ ბევრს უნდოდა ამ სიმღერის შესრულება, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, რომ რუსა მორჩილაძემ ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა. ისეთი კარგი ვერსია გამოვიდა, რომ კოლეგებმაც დადებითად შეგვიფასეს. ძალიან რთულია პოპულარული სიმღერის ახლებური ვერსიის შესრულება, ბეწვის ხიდზე სიარულია. გინდა, უკეთესი და საინტერესო გამოვიდეს – რუსას ნამღერზე უკეთესი ვერა, მაგრამ მგონია, საინტერესო ფერები შევძინეთ ახალი არანჟირებით. სიმღერა ჩაწერილია „ბრავო რეკორდსში“. ბორიკო შხიანი ამ სიმღერას მთელი გულით მიუდგა და ძალიან კარგი არანჟირება გამოგვიცხო…“

რატი დურგლიშვილი: 

რუსა მორჩილაძე ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია და ეს თავადაც იცის მან. ძალიან მიყვარს, გარდა იმისა, რომ ვმეგობრობ და მის შემოქმედებას თაყვანს ვცემ, მას აქვს შექმნილი ხელშეუხებელი სიმღერები. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მაგარ ადამიანებთან კონტაქტი და მათი შემოქმედების გაზიარება. მეც და მაკაც ვცდილობთ, არ გავუწბილოთ იმედები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g