ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც „ფეისბუქზე“ წერს, ძალიან ეჩქარება შეშლილი სეზონის დაწყება და არც სიახლეების ეშინია. საკუთარი მონდომების წყალობით, ტელეწამყვანმა ისე დაიკლო, რომ მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია და ამის დასადასტურებლად ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ნანუკა „ფეისბუქზე“ წერს:
„არც ერთი სეზონის დაწყება ასე არ მეჩქარებოდა, როგორც ამის. აი, ისეთი შეგრძნება მაქვს, გადაცემის კეთებას რომ ვიწყებდი. როცა ყველაზე მეტად არ მეშინოდა სიახლეების. ეგ ეტაპია ახლა ზუსტად. როცა შეშლილი იდეებით რაღაც ახალს დავიწყებთ. შეშლილი ყოველთვის არ ნიშნავს უარყოფითს ან პირიქით, დადებითს. მაგრამ, რომელსაც არ უნდა ნიშნავდეს, მომწონს.
მოკლედ, დღეს საღამოს„ ნანუკას შოუს“ დღეა. მე უკვე მეჩქარება ახალი ანონსი დავდო, მაგრამ ჯერ ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ჩაიაროს კარგად.
დილა მშვიდობისა მეგობრებო. თქვენს ცხოვრებაშიც მინდა მოხდეს რაღაც ახალი და ძალიან მაგარი…“
