LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა – ლაშა ხუციშვილი

139
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ინფლაციამ შემცირება დაიწყო. მისი თქმით, დეკემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 9.8% იყო.

„2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა.

ინფლაციამ დაიწყო შემცირება - ფინანსთა მინისტრი

"ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება".

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალური მიმართულების პროგრამა, რაც აქამდე არსებობდა, შენარჩუნებულია.

მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g