დათო გომართელი თავის ქალიშვილთან ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ესტუმრა. მამა-შვილი წარმოდგენით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
მომღერალმა შთაბეჭდილებები, ამონარიდები სპექტაკლიდან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა და დაწერა:
„დიდი მადლობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ბალეტი „პინოქიოსთვის“!!! საოცარი დეკორაციები, კოსტიუმები და შესანიშნავი დასი…“