თბილისში ისევ თოვს. დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გზას წმენდენ. უსაფრთხო გადაადგილებისთვის იყრება ტექნიკური მარილი.
ამის მიუხედავად, დედაქალაქში გადაადგილება გართულებულია. მძღოლების ნაწილი პრაქტიკის და სათანადო ცოდნის არქონის გამო თოვლიან გზაზე სიარულს თავს არიდებს, მთავარი პრობლემა კი გზაზე მოცურებაა.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევით მიმართავს.
„ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ყინვამ ცოტა მოიმატოს, მათ შორის, თბილისშიც“ - როდის გამოიდარებს და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეებში
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა საუბრობს.
„1. სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი)
2. შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე)
3. მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას
4. დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია
5. მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი
6. აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია
7. დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია )
8. დაღმართზე არ აკრიფო ინერცია
9. თუ მოგისრიალდა გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა.
10. თუ არ გიყენია თოვლის საბურავი თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან
P.S.
M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი
გისურვებთ უსაფრთხო მართვას!“, – ნათქვამია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის განცხადებაში.