LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი 2022 წელს 822 486 მგზავრს მოემსახურა

136
ქუთაისის აეროპორტი

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 822 486 მგზავრს მოემსახურა.

2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 94%-ით არის აღდგენილი, ხოლო რეისების რაოდენობა 112%-ით. პანდემიამდელ 2019 წელს კი აეროპორტი 873 907 მგზავრსა და 2886 რეისს მოემსახურა. რაც შეეხება დეკემბრის თვის მაჩვენებლებს, აეროპორტით 85 008 მგზავრმა ისარგებლა, რაც 3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა, შედეგად ის ჯამში 306 რეისს მოემსახურა.

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

magti 5g