Human Rights Watch-ის შეფასებით, 2022 წელს გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მოვლენებზე, სადაც, მათი შეფასებით, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება მოხდა. ასევე, შეფასებაში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რასაც ორგანიზაცია „მოულოდნელი გადაწყვეტილებას“ უწოდებს.
ფარული თვალთვალი, შევიწროება, თავდასხმები ჟურნალისტებზე – რა ფაქტები მოხვდა HRW-ის ახალ ანგარიშში
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „არის პერსონალური ვენდეტა ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ“.
მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორი თავის პარტიულ ვერტიკალში ვერ დაიმორჩილა და ამიტომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ერთი და იმავე რამ დაემართათ. როგორც ბუჩუკური განმარტავს, ორივე პარტიამ „ძალაუფლების გამოცდას ვერ გაუძლო“.
„ეს იყო პერსონალური ვენდეტა ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთნაირი რამ დაემართათ, ძალაუფლების გამოცდას ვერ გაუძლეს.
„ქართულმა ოცნებამ“ თავის პარტიულ ვერტიკალში ვერ დაიმორჩილა სახელმწიფო ინსპექტორი, ამიტომ ადგა, გააუქმა და დაშალა მარტივ მამრავლებად. შემდეგ კი ისეთი ადამიანები დანიშნა დაშლილ სამსახურში ხელმძღვანელებად, რომელიც პირდაპირ არის მასთან აფილირებული“, – განმარტავს ანა ბუჩუკური „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.