როგორც ჩანს, 2016 წელს პორშე უნიკალური სერიული ავტომობილებით წარსდგება საავტომობილო ბაზარზე. ამის მაგალითია ახალი „Cayman Black Edition” რომელიც კომპანიამ სულ ახლახანს წარადგინა.
როგორც ახალი მოდელის სახელი „Black Edition“ გვეუბნება, ავტომობილი თავიდან ბოლომდე შავ ფერში იქნება გაწყობილი. აგრეთვე განახლებულია განათების სისტემა და საუნდ სისტემა, გარდა ამისა, დამატებულია ახალი დისკები და სპორტული დიზაინით შექმნილი საჭე.
ავტომობილი აღჭურვილი იქნება 2.7 ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 275 ცხენის ძალა იქნება ისევე როგორც სტანდარტულ მოდელში. თუმცა, “Black Edition”- ში დამონტაჟებული იქნება Porsche Communication Managment (PCM). რაც დახმარებას გაუწევს ავტომობილის ნავიგაციის კონტროლში, აგრეთვე პარკინგისა და კრუიზ კონტროლის დროს.
ევროპულ ბაზარზე ავტომობილი 2016 წლის დასაწყისშივე გამოჩნდება, სავარაუდო ღირებულება კი 60 ათასი დოლარი იქნება.
‘ ‘ ‘ ‘ ‘