LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქირქილებენ, ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელსო.. დიახ, ჩემი დედა დღეს გაზის აღმრიცხველად მუშაობს.. ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია“ – ხაბეიშვილი

259
BeFunky-collage

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტის ლევან ხაბეიშვილის გან­ცხა­დე­ბით, მას პოლიტიკურ წრეებსა თუ სოციალურ სივრცეში იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი არ აც­ვია. ამის შესახებ ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ვიღაცეები ქირ­ქი­ლე­ბენ, რომ ხა­ბე­იშ­ვი­ლი გო­ი­მია, სოფ­ლე­ლია, ბრენ­დუ­ლე­ბი არ აც­ვია და ლი­ლო­ში ყი­დუ­ლობს ტან­საც­მელს.. მე წარ­მო­ვად­გენ მშრო­მელ, წე­სი­ერ, პა­ტი­ო­სან ხალ­ხს და არა ვიწ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს, “ელი­ტას”.

ძალიან ბევრგან ჩემხვდა და მათ მინდა პასუხი გავცე..

დიახ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პე­და­გო­გი დედა დღეს, გა­ზის აღ­მრი­ცხვე­ლად მუ­შა­ობს სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში და კარ­და­კარ და­დის, მა­მა­ჩე­მი ინ­ჟი­ნე­რი კაცი იყო და არასოდეს უთა­კი­ლია შრო­მა..

 

 

? დიანა ტრაპაიძის პოლიტიკური ამბები

⭕ ????
? დიანა ტრაპაიძის პოლიტიკური ამბები
?13 იანვარი, 2023 წელი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Friday, 13 January 2023

 

რომ და­ჭირ­და ოჯახს, გაზ­გა­სა­მარ­თის დაც­ვა­ში იმუ­შა­ვა და ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, ჩემი მა­ი­ორი ძმა ამე­რი­კა­ში ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია – ვამაყობ ჩემი გარდაცვლილი მამით, ჩემი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ან- მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი ოჯა­ხით და მისი თი­თო­ე­უ­ლი წევრით“ – ამ­ბობს ხა­ბე­იშ­ვი­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში.

ლევან ხაბეიშვილი: ყველას პატივს ვცემ და მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g