LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის უთხრათ!“ – ეიდენი ბრუნდება – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

306
Untitled.pngsdfsdf

HBO Max-მა სერიალის, „ასე უბრალოდ“ გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გაავრცელა. სერიალის მეორე სეზონში  ერთ-ერთი მთავარი გმირი,ეიდენი (ჯონ კორბეტი) ბრუნდება.

„არავის უთხრათ!“, – ასე დაასათაურეს ფოტოები შოუს ოფიციალურ „ინსტაგრამზე“, სადაც ქერი და ეიდენი ნიუ-იორკის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები მოსეირნობენ.

ცნობისთვის, მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს და მას მიმდინარე წელს აუცილებლად ვიხილავთ.

გოგონები ნიუ-იორკის ქუჩებს იპყრობენ – სარა ჯესიკა პარკერისა და სინტია ნიქსონის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით

სარა ჯესიკა პარკერი „ვივიენ ვესტვუდის“ 14 წლის წინანდელ საქორწილო კაბაში, რომლითაც ის მისტერ ბიგზე დაქორწინებას აპირებდა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები