LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ყოფილ შეყვარებულს 1000 შეტყობინება გაუგზავნა და ამის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

128
1_PAY-Cavendish-Press-Manchester-Ltd

28 წლის ბრიტანელი ქალი, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს 1000 ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სასამართლომ დამნაშავედ აღიარა. უჩვეულო ისტორიას Mirror ავრცელებს.

მიშელი და რაიანი ერთმანეთს 2021 წლის თებერვალში დაშორდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ქალისთვის მარტივი არ ყოფილა. ის ყოფილ შეყვარებულს ვერ ივიწყებდა, მუდმივად ურეკავდა და წერდა, შეხვედრას სთხოვდა. შემდეგ სახლთან საჩუქრების დატოვებაც დაიწყო.

რაიანი მიშელის საქციელმა იმდენად დაღალა, რომ დასახმარებლად პოლიციას მიმართა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ქალის დაჟინებული ქცევების გამო უკვე სუიციდზეც ფიქრობდა.

სასამართლომ მიშელი დამნაშავედ ცნო და გამოსასწორებელი სამუშაოები დააკისრა, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა კი სასტიკად აუკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები