LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ბორბლებიანი ჩემოდნის, მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო სასამართლოში მოხვდა

108
Capture

იაპონიაში ქალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ბორბლებიან ჩემოდანს მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა. ამის შესახებ გამოცემა Asahi წერს.

ჩინეთის მკვიდრი, რომელიც ქალაქ ოსაკაში სწავლობს, პოლიციამ მაშინ გააჩერა, როცა ტროტუარზე ჩემოდნით გადაადგილდებოდა. ჩემოდანს, რომელსაც საათში 13 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეუძლია, მოტო-ველოსიპედის კვალიფიკაცია მისცეს. ამასთან, ჩინელს მართვის მოწმობაც არ აღმოაჩნდა, ჩემოდანს კი ნომრები და შუქები არ ჰქონდა.

„ჩემოდანს სატრანსპორტო საშუალებად არ ვთვლიდი, ამიტომ არც მიფიქრია რომ მართვის მოწმობა დამჭირდებოდა“, – ასე გაიმართლა ქალმა თავი. მიუხედავად ამისა, მისი საქმე სასამართლოს მაინც გადასცეს.

მომხდარს პროკურატურა იძიებს და როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევა იაპონიაში პირველად მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები