ნინი ქარსელაძე „მძიმე კაცს“ სტუმრობს. ინტერნეტსივრცეში ვრცელდება გადაცემის ანონსი, სადაც წამყვანი მომღერალს ეკითხება, რა უყვარს სამშობლოზე მეტად. ნინი კი პასუხობს, რომ მას სამშობლოზე მეტად ბევრი რამ უყვარს, მაგალითისთვის კი შოკოლადს ასახელებს. მანამდე მომღერალი ამბობს, რომ სამშობლოზე მეტად უყვარს დედა, და… თუმცა წამყვანი აწყვეტინებს და განუმარტავს, რომ ჰკითხა არა ვინ, არამედ რა უყვარს სამშობლოზე მეტად და სწორედ ამას მოსდევს ნინის პასუხი, რომელმაც სოციალურ ქსელში მისი კრიტიკა გამოიწვია. მომღერალს პატრიოტიზმი დაუწუნეს…