მწერალი და ტელეწამყვანი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში საზოგადოებას ამცნობს, რომ მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რეალურად ახალი ამბავი არ არის, რომ განქორწინებულები ვართ, თუმცა ვინაიდან ახლა უკვე ოფიციალურადაც გავაფორმეთ და თან მაინც ბევრს არ სურდა დაჯერება და ბევრმაც არ იცოდა, აგერ საჯაროდაც ვდებთ.
ჩვენ სიყვარულს და ყველაზე გულწრფელ მეგობრობას, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში, არასდროს არაფერი დამუქრებია და არც აწი ემუქრება, ასე რომ სანერვიულოც არაფერია“, – წერს მწერალი.