LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “საუკეთესო შესრულება” – “ვოისის” ნახევარფინალში ხალხის რჩეული კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

1095
BeFunky-collage - 2023-01-20T013804.325

დღეს 19 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ვოისის“ მეორე ლაივი გაიმართა, რომლის დროსაც დათო ევგენიძის და დათო ფორჩხიძის ჯგუფის წევრები გამოდიოდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ფორჩხიძის გუნდიდან ყველაზე მეტი ხმა ირუ ხეჩანოვმა, ხოლო ევგენიძის გუნდიდან კი გიორგი ფუტკარაძემ მიიღო.

ირუ ხეჩანოვმა ნახევარფინალში სიმღერა Smells like teen spirit შეასრულა.

გიორგი ფუტკარაძემ კი იმღერა სიმღერა სახელწოდებით Sunburn.

ირუ ხეჩანოვის გამოსვლამ ხალხის დადებითი შეფასებები დაიმსახურა: “ვოკალი, ვიზუალი, თვითონ მთლიანი ნომერი!!! იდეალური იყო”…”აუცილებლად გავა ევროვიზიაზე”…”სასწაული გოგო ხარ ირუ! ბრავო!”.

ასევე ბევრ დადებით კომენტარს შეხვდებით მეორე ხალხის რჩეული კონკურსანტის, გიორგი ფუტკარაძის გამოსვლაზე: “უნიჭიერეს გიორგი. მეამაყები”…”უმაღლესი ნამღერი, უძლიერეს მუსიკაზე. უნიჭიერესი გიორგი ფუტკარაძე”

მუსიკოს დათო ფორჩხიძის გუნდიდან ნახევარფინალში ირუ ხეჩანოვი, ერეკლე თურქაძე და ცოტნე ბარბაქაძე გადავიდნენ, ხოლო ნახევარფინალიდან კონკურსს ეკატერინე მდივანი და ირაკლი კაპანაძე გამოეთიშნენ.

რაც შეეხება დათო ევგენიძის გუნდს, ნახევარფინალიდან სამწუხაროდ ბრძოლას გვანცა კუპატაძე გამოეთიშა.

„მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ“ – შესრულება, რომლის შემდეგაც სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა

ვიდეო: დათო ევგენიძე: ,,აი, ეს გოგო არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი!..”

ვიდეო: სოფო ტოროშელიძის შესრულება „ვოისში“, რომელიც 375 000-მა ადამიანმა ნახა: „ასეთ გამოხმაურებას ვერც კი დავუშვებდი!!!“

რომელი კონკურსანტები გამოეთიშნენ “ვოისის” ნახევარფინალს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები