LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისში პირველ ცათამბჯენს ვაშენებთ” – სად იწყება მშენებლობა

286
ff

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე პირველი ცათამბჯენი აშენდება. ამის შესახებ m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველი ცათამბჯენი კომპანიის ისტორიაში, რომელშიც 500-მდე ბინა განთავსდება.

„დეკემბრის ბოლოს წარმატებით დავიწყეთ გაყიდვები, თუმცა, ეს პროექტი მიმდინარე წლის სტრატეგიაშია. მიუხედავად ამისა, ბინების 10%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. სამწლიანი პროექტია, მაგრამ მოთხოვნა დიდია. მოცულობა 500 ბინამდეა. ორი ცათამბჯენი იქნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არასდროს არ აგვიშენებია 100 მეტრზე მაღალი შენობა, ეს კი 128 მეტრის სიმაღლის იქნება. კიდევ რამდენიმე კორპუსი იქნება იმავე უბანში“, – განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“.

როგორც m²-ის გენერალური დირექტორი ამბობს, საერთო ჯამში, კომპანია ამჟამად 700 000 კვ.მ-ის მოცულობის მშენებლობას აწარმოებს, რაც ოთხ ლოკაციაზე 40-მდე კორპუსს მოიცავს.

„მიმდინარე პროექტებით 7000-მდე ახალი მობინადრე გვეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე არსებულ რიცხვებს ვაორმაგებთ“, – დასძინა მან.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g