LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მამას გარდაცვალების შემდეგ ოცნება ავუხდინე” – ზურაბ ბაკურაძის ამღერებული შვილი

826
BeFunky-collage - 2023-01-25T002734.510

“ქართული ხმების” ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, ზურა ბაკურაძის ოჯახის წევრები გადაცემა “ღამის პრაიმ ტაიმის” სტუმრები არიან.

როგორც ნათია კობახიძე გადაცემაში საუბრობს, მეუღლის გარდაცვალებას დღემდე ვერ ეგუება.

ნათიას თქმით, ანამ მამას ოცნება აუხდინა და ამღერდა.

“ზურას გარდაცვალებას ვერ ვეგუები, თითქოს მგონია, რომ სადღაც აქ არის და უნდა შემოვიდეს. ანას დაბადებიდან ზურამ მასში სიმღერის ნიჭის ძებნა დაიწყო. მის რიტმულ სუნთქვას და ტირილს უსმენდა. 2 წლისა და ნახევრის იყო, როდესაც ბავშვმა ამოხეთქა. მამას მოხვევდა ხოლმე ხელს და საკმაოდ უცნაური ხმით მღეროდა. პირველი სიმღერა ნატო გელაშვილის “დეკემბერი” იყო. ანამ დადო პირობა, ზურას შეჰპირდა, რომ იმღერებდა. მამას ძალიან ჰგავს”, – საუბრობს ზურა ბაკურაძის მეუღლე.

როგორც ანა ბაკურაძე აღნიშნავს, მამის გარდაცვალება მისთვის იმდენად მძიმე იყო, რომ გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა, რაც მას სურდა.

ანამ გადაცემაში ლუკა კობახიძესთან ერთად სიმღერა “მზის სხივები” შეასრულა.

“მამასთან შედარებით მორიდებულად ვიყავი, რომ მისმენდა ვფიქრობდი, რომ უფრო კარგად უნდა გამომსვლოდა. მამას რეპერტუარიდან განსაკუთრებით “კესანები” მომწონს. იმდენად ტკბილად ასრულებს, რომ ჩემთვის საოცრებაა ამის მოსმენა. როდესაც რამეზე ვნერვიულობ, ან რთული დღე მაქვს არ არსებობს, რომ არ დამესიზმროს.

მისი გარდაცვალება იმდენად მძიმე იყო, რომ ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა რაც მას სურდა. გადავწყვიტე მემღერა. შევასრულებთ ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ასევე დავით არჩვაძეს, რადგან დაგვეხმარა…ვმღერით “მზის სხივებს”, – საუბრობს ზურა ბაკურაძის შვილი.

ვიდეო: „მადლობა, რომ ჩემთვის დაიბადე“: ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალ ზურა ბაკურაძეს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

,,მამიკოსთვის მიცემული პირობა შესრულებულია” – ზურა ბაკურაძის ქალიშვილი ამღერდა

ვიდეო: „მთელი რაიონი ტირის დღეს“ – როგორ განიცდიან რაჭაში ზურა ბაკურაძის გარდაცვალებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g