ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა დაშლის დროს არის, რადგან მესამე პრეზიდენტია გადასარჩენი.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტიის მენეჯმენტი. აუცილებელია დასავლეთთან და უკრაინასთან ბევრად უფრო აქტიური მუშაობა. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში.
ამომრჩევლები ჩვენ გვთხოვენ, ვიბრძოლოთ გარეთ და საერთაშორისო ფრონტზე. ვფიქრობ, შევძლებ ამ ადამიანების გაერთიანებას ჩემი თავმჯდომარეობის დროს. ამ არჩევნებიდან აუცილებლად გავა „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერებული. არ შეიძლება, რომ პარტია დაიშალოს. მიხეილ სააკაშვილი გვყავს, ასევე, გადასარჩენი“, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.