LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან“- კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

145
რამზან კადიროვ

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს „უკრაინული ფაშიზმის ნაწილს“ უწოდებს:

„მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემით მოიქცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მოქმედება ამ სიტყვის მთელი გაგებით“, – თქვა კადიროვმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელმაც რამზან კადიროვს, რუსეთისგან ჩეჩნეთის გამოყოფის წინადადებით მიმართა, დააპატიმრეს. მამაკაცი ხაბაროვსკის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. მას სეპარატიზმში ადანაშაულებენ.

დაკავების მიზეზი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა, სადაც მოქალაქე რამზან კადიროვს ურჩევდა დაეწყო ბრძოლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის და შეეწყვიტა უკრაინაში, რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g