LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: მძღოლები უფრო სცოდავენ თუ ფეხით მოსიარულენი?

55

საგზაო მოძრაობით უკმაყოფილო ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს: თქვენ რას ფიქრობთ საგზაო მოძრაობის წესებზე? მძღოლები უფრო სცოდავენ თუ ფეხით მოსიარულენი? ან, რატომ ვერ მოვწესრიგდით? იქნებ, გზებზე მოწესრიგებულები ვართ და უბრალოდ, მე ვაჭარბებ?

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა გოგას ფბ–მეგობრებს შორის. ერთ-ერთი მეგობარი მარინა ყიფიანი წერს: გოგა, მე ფეხითაც დავდივარ და მძღოლიც ვარ, ამიტომ შემიძლია ორივე მხრიდან დავაკვირდე… საერთოდ იცით რას მივხვდი? წესების ცოდნა თბილისის ქუჩებში ნაკლებად გადგება… აქ ბრძოლაა, ნამდვილი “ბრძოლა წესების გარეშე” და ვინც მეტად თავხედია, ის რჩება გამარჯვებული… ისე როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა სეგმენტებშიც… სამწუხაროდ.

 

4

 

”ირაკლი მამნიაშვილი: ქვეითების და მძღოლების კატეგორიებად დაყოფას არ ვემხრობი, მგონია რომ ეს ერთი და იგივე ხალხია, ხან ფეხით ხან მანქანით, რომლებსაც სულაც არ ანაღვლებთ სხვების აზრი. ადამიანი რომელიც ვერ ხვდება, რატო უნდა ჩადგეს რიგში, როცა შეუძლია ურიგოდ გაიაროს, ვერასდროს მიახვედრებ, რატო უნდა ავიდეს (ჩავიდეს) გადასასვლელზე, როცა შეუძლია გზაზე “უცებ” გადაირბინოს.”

ეკატერინე ბეგაძე: ”მერია, რადგან პარკირების დახაზვით და გადასახადის დაწესებით პრობლემას ვერ მოაგვარებდა. მანქანებისთვის რეალურად არ შეუქმნია პარკირების ადგილი, არც ქმნის და არც ზრნავს ამ თემაზე. მანქანების რაოდენობა კი იზრდება და გაიზრდება. მოძრაობის წესებსაც რაც შეეხება, ესეც მერიის მოსაგვარებელია, გზები მოსაწესრიგებელია, როგორც ფეხმავლებისთვის ასევე სამანქანო გზებიც.”

 

1

 

მარიამ ნაჭყებია: ”გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული, ხან მძღოლები ” სცოდავენ”, ხანაც ფეხით მოსიარულეები…”

დისკუსიაში ჩართული იყო, პოპულარული ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეც: ”მძღოლები… მიუხედავად იმისა,  რომ მეც მძღოლი ვარ, უდაოდ მძღოლების ბრალია უმეტეს წილად. თუმცა, მთავრობა ყველაზე მეტად, ვინაიდან ის რაც ამ ქალაქში ხდება, მაგას მძღოლი და ფეხით მოსიარულე ვერ დაარეგულირებს თავად. სითი პარკს რაში უხდით ფულს არავინ იცის. ჩვენივე გზის ლეგალურად გადაკეტვაში?

 

2

 

დისკუსია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფბ–მომხმარებლებმა უამრავი მოსაზრებები გამოთქვეს. თუმცა, საერთო ჯამში კითხვაზე ბრალეულობის შესახებ, პასუხი კვლავაც გაურკვეველი რჩება…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები