LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

158
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

ამის შესახებ გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს, პარტიის რეზოლუციას აქვეყნებს და აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნა, ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან.

„რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას „ტვიტში“.

შეგახსენებთ, დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და  რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა შეზღუდოს და ფრენების შეზღუდვა ძალაში დატოვოს.

პარტია მოუწოდებს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ და შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g