ფიფამ ”ოქროს ბურთის” სამი კანდიდატი დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი 11 იანვარს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და ”ოქროს ბურთს” მიიღებს.
სამეულიდან ორი ადგილი მუდმივად დაჯავშნილია, საკითხავი ის არის ხოლმე, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დუეტს მესამე ვინ შეუერთდება, წელს ასეთი ბოლო დროს მაგრად ათამაშებული ნეიმარია.
ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, აგრეთვე, ჟურნალისტებმა ხმა უკვე მისცეს თავიანთ რჩეულებს. შესაბამისად, ფიფასა და “ფრანს ფუტბოლის” საორგანიზაციო კომიტეტში უკვე იციან გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ ტრადიციულად ჯერ მხოლოდ სამეული თქვეს.
სულ ხმა 165-მა ადამიანმა მისცა.
საერთო მოსაზრებით და ლოგიკურადაც წელს ფავორიტი ”ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების სიამაყე ლეო მესია, რომელსაც შინ ოთხი ”ოქროს ბურთი” უკვე აქვს. შეგახსენებთ, მესიმ და ”ბარსამ” გაზაფხულზე ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი მოიგეს: პრიმერა, კოპა და ჩემპიონთა ლიგა. მერე კიდევ აგვისტოში თბილისში ევროთასიც მიაყოლეს. არგენტინა კი კოპა ამერიკის ფინალში გავიდა.
ოქროს ბიჭების სტატისტიკა ასეთია:
მესი: თამაში – 56; გოლი – 48; პასი – 24
რონალდო: 52 – 48 – 14
ნეიმარი: 59 – 45 – 13
დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის მებრძოლი სამეულიც: ლუის ენრიკე (ბარსელონა), ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი), ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები).
ქალ ფეხბურთელთა სამეული კი ასეთია: კარლი ლოიდი (აშშ), აია მიამა (იაპონია), სელია შაშიჩი (გერმანია).
წლის საუკეთესო გოლობაზე პუშკაშის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად იბროლებენ: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”, გოლი “ბარსელონას” კარში), ვენდელ ლირა (“გოიანესია”, გოლი “ატლეტიკოს” კარში), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, გოლი “ბილბაოს” კარში).
11 იანვარს გალა-დაჯილდოება ციურიხში გაიმართება.