რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია წინასწარმეტყველი, ეზოთერიკოსი, გოგა მანია, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, თქვენ ბავშვობაში დიდი ტრავმა გადაიტანეთ, დაკარგეთ დედა და სწორედ ამით დაიწყო ყველაფერი…
ჩემთვის პატარა ასაკში დედის დაკარგვა ძალიან მტკივნეული იყო, ამას მოჰყვა დიდი დეპრესია და თმის გაჭაღარავება. მისი გარდაცვალების შემდეგ დამეწყო ხილვები, თუმცა რაც არ გკლავთ, გაძლიერებთ. მე ვიპოვე საკუთარი თავი. ბევრჯერ მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება, შევისწავლე უამრავი პროფესია. დაახლოებით 7,8 წლიდან დამეწყო ხილვები. 12 წლამდე არ მინდოდა ადამიანებთან კონტაქტი. მეორე კლასში 34 სტროფი ვიცოდი ვეფხისტყაოსნიდან. მქონდა ეპილეფსია, ტირილის შემდეგ ვარდებოდი და აღარ შემეძლო სუნთქვა. ჩემი არავის ესმოდა, ვიყავი მარტო, ყველა ბავშვი გამირბოდა. თუ გინდათ განთავისუფლდეთ პრობლემებისგან, უნდა იყოთ ამ პრობლემების ეპიცენტრში. ხილვები ძილის დროს მქონდა, მე ახლაც მარტო ვცხოვრობ, ღამე, ხილვების დროს ადგომა მიწევს, მე ამ დროს დღეში თითქოს ათჯერ ვკვდები. თუმცა, როცა პაციენტს ვეხმარები, მაშინ ვიბადები. ნგრევას მოჰყვება შენება. ახლა რა სტიქიური უბედურებებიც მოხდა მსოფლიოში, ამის შესახებ მქონდა ხილვები.
რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ქრისტიანულ რელიგიასთან?
მე დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც პირველ რიგში მასწავლეს სიყვარული, მე ვაკეთებ ყველაფერს სუფთა გულით, მე მაქვს ეს ყველაფერი სამყაროსგან მონიჭებული. სწორედ ეს არის რელიგია, ქრისტიანობა. მე მყავდა არაჩვეულებრივი მამაო, მან ეს ყველაფერი მიიღო.
რა დრო სჭირდება ყოველივე ამას?
აურის გაწმენდა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობით, ონლაინ, კამერაში. უფრო მეტად მიკავშირდებიან ემიგრაციაში მყოფები. ადამიანები მომმართავენ, ეწერებიან, საუბრის პროცესში ვიგებ რა ენერგიასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ მე ჯადო მაქვსო, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ჯადოს მივაწეროთ. ადამიანი, როცა ამბობს, რომ აქვს თვალი, ამ თვალს სწორედ ამ მომენტში იღებს. მე კი ვეუბნები ადამიანებს, დაფიქრდით რას ამბობთ, სიტყვას დიდი ძალიან დიდი ძალა აქვს. ჯადო და მაგია ერთმანეთისგან განსხვავდება, ჯადოს აკეთებენ დაბალ ვიბრაციული ადამიანები. ილოცეთ, ილოცეთ სწორად. ყველაფერს ეშველება, სიკვდილის გარდა. მე ვიწინასწარმეტყველე პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებაც.
დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ეზოთერიკოსია, მოდი ხალხს განვუმარტოთ, რა არის ეზოთერიკა,
ეზოთერიკა ნიშნავს, „დახურულს“, დაფარულს. ეზოთერიკოსს არ აქვს ძალიან ბევრი დეტალის გამჟღავნების უფლება. სანთლის დანთებასაც, რიტუალამდე მომზადებას დიდი მნიშვნელოვანი აქვს. თუ ეზოთერიკოსი არ იცნობს თავის თავს, მას არა აქვს უფლება რაიმე რიტუალის გაკეთების. რაიმე ნივთი, რომელსაც დატვირთვა აქვს თქვენთვის ის ხშირად უნდა გაიწმინდოს. ძალიან მარტივი რიტუალი შემიძლია გითხრათ გაწმენდის, ქვების სამაჯური, ნივთი იწმინდება მიწასთან შეხებით, წყლით იწმინდება, ხელის გულზე დადებით და კონცენტრირებითაც იწმინდება, თქვენივე ენერგიებით დამუხტოთ, იფიქრეთ ქვებთან პოზიტიურად, მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ, ადამიანმა გარდა ქვებისა ატაროს რაიმე სხვა მეტალი, მასზე არ არის რაიმე ფსალმუნი. ატარეთ ჯვარი, ის უნდა იყოს აუცილებლად ხის, ვერცხლის, ოქროსი, ნუ იქნება ნახევრად ძვირფასი თვალით. ნუ აჩუქებთ ერთმანეთს დანებს, საფულეს, საათებს, რადგან ეს არის დამანგრეველი.
გოგა, შენ უამრავი ადამიანი გიკავშირდება, რა არის ყველაზე ხშირი პრობლემა, რა პრობლემით მოგმართავენ ისინი ყველაზე მეტად?
ეს არის მაგიური ჩარევები, აი მაგალითად, რძალი მოდის პრობლემებით, რომ მისმა დედამთილმა გაუკეთა მაგიური ჩარევა, ან პირიქით, ბევრი მანიპულირებს თავიანთი ვაჟით. დედებს უნდათ შვილს გაუკეთონ მაგია, რათა მათ დაანგრიონ ყველა ურთიერთობა. ეს არის დამანგრეველი. აქვე მინდა აღვნიშნო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა, გთხოვთ, ნუ მოიშორებთ ნაყოფს, ეს არის ყველაზე დიდი მაგია. რაც შეეხება სტიქიურ უბედურებებს, „მერწყულის ეპოქაში“ ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
რომელი რიტუალების ჩატარებაა ყოველდღიურად აუცილებელი?
მთავარია სწორად ლოცვა, უფალთან ახლოს ყოფნა, ესეც ერთგვარი რიტუალია, არ არის ამისთვის აუცილებლად საჭირო ეკლესიაში წასვლა, უფალი ყველგანაა. დაიმახსოვრეთ, როცა სანთელს ანთებთ, იხსნება ორი პორტალი, თეთრი და შავი, უნდა იყოთ გულწრფელები, რათა ბალანსი არ დაგერღვათ. სანამ უფალთან მიხვალთ და მიტევებას სთხოვთ, თქვენ უნდა მიუტევოთ ჯერ საკუთარ თავს.
არსებობს რამდენიმე ნივთი, რომლებიც ხსნიან ფინანსურ ბლოკს, შეგიძლიათ დაფნის ფოთოლზე დაწეროთ სამი შვიდიანი და მოათავსოთ საფულეში, კონცენტრირდით თქვენს სურვილზე. დარიჩინის ჩხირი საღამოობით აანთეთ და მისი კვამლი მოატარეთ სახლს, ეს გახსნის გზას ბარაქისკენ. სავსე მთვარეობისას დაფნაზე მინიმალური თანხა დააწერეთ და დაწვით. გჯეროდეთ თქვენი ყველა გადადგმული ნაბიჯის, გახსოვდეთ თქვენ ხართ ყოვლისშემძლე.
და ბოლოს, როგორი იქნება 2023 წელი ჩვენი ქვეყნისთვის?
საქართველოში არ არის მოსალოდნელი დიდი კატასტროფები. მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება პატარ-პატარა მიწისძვრები. ჩემს სოციალურ ქსელში დავდებ ჩემს ახალ წინასწარმეტყველებას. 2024 წლიდან ბევრი რამ დალაგდება საქართველოში. ხალხი წელში გაიმართება.