LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე 

184
სალომე და მრჩეველი (1)

„ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტ უკავშირდება და წარმოადგენს თავდასხმას პრეზიდენტზე ან ინსტიტუტზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია და მე ვფიქრობ, რომ ეს თავდასხმაა“, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ნაცვლიშვილი ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნახატები ადმინისტრაციაში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეკიდა.

მრჩეველმა მხატვარ სანდრო სულაბერიძის ნამუშევრის დაზიანების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ვერ დგინდება „მცირედი დაზიანების დრო, რომელიც ნამუშევარზე იქნა მიყენებული“:

„იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და ამ ათეულობით ნამუშევრიდან, ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად, მხოლოდ 5 შეირჩა. ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში.

ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული.“ – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმაც: „ოფიციალური განცხადება გაკეთდა, ჩემი აზრი მნიშვნელოვანი.“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-იდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g