მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო. სხდომა 40 წუთს გაგრძელდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სხდომაზე 3 საკითხი განიხილეს.
“რა იყო საკითხები ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს ახლა, დაამთავრებს ძალიან მალე. მოკლე სხდომა იყო, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარია სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ამაზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო,“ – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.