პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში მამას ემოციური პოსტით იხსენებს.
„უშენობის მძიმე წელი გავიდა, მამა. შენმა გულმა დიდი ტკივილი წაიღო იმქვეყნად. მადლობა, რომ შენი ვაჟკაცობა, შენი ნაკეთები სიკეთე, შენი დანატოვარი სიყვარული ყოველთვის გაგვიძღვება ცხოვრებაში“, – წერს ზაზა მეჭიაური.
პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური, 2022 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეჭიაური კორონავირუსით იყო ინფიცირებული.