LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას…სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე: ირმა ინაშვილი თამაზ მეჭიაურზე

290
1111111111111

თიანეთის ყოფილი მერის თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას, პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „თამაზ მეჭიაურს სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო გზაზე, რადგან მისმა ხალხმა გულწრფელად დაიტირა“.

„ზოგი კაცი მიდის ამა სოფლიდან და… მთელ ქვეყანას სტკივა გული. ასეთი კაცის მერე დიდი სიცარიელე რჩება. გლოვისას სიტყვა “ბედნიერება” რა მოსატანია, მაგრამ… ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას და ასე გულწრფელად რომ დაგიტირებს შენი ხალხი. თამაზ მეჭიაურს ეს ცრემლი მიჰყვება. გულწრფელი ცრემლი. სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე. ღმერთმა ახლა სამოთხეში დაამკვიდროს მისი სული.

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები