LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილის შემდეგ ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ

54

ნოდიკო ტატიშვილი „სარკისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. ჟურნალთან საუბრისას ის ამბობს: „გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ყველაფერი დროულად აქვს მომზადებული. რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემს ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება.

ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი. პედანტი ვარ და შეიძლება, ამის გამო დავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები, წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს“ – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

მის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში აზიარებენ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს: „ჯანეტს შეეშვით, ამას მიხედეთ“, „ფეისბუქ“-მომხმარებელი გიორგი გოცირიძე კი აღნიშნავს: „მრჩება შთაბეჭდილება, სრულიად ქართული გლამურული საზოგადოება ერთმანეთს ეჯიბრება სისულელეებში. ჯანეტზე ნაკლები სექსისტი რით ვარო, იფიქრა ამ ბატონმა და მორიგი მარგალიტი დაგვიტოვა“, ნინო ნატროშვილი: ნოდიკო, მტვერის გადაწმენდა შენც შეგიძლია და ეს საერთოდ არ „ტეხავს“. ინსპირაცია: ნოდიკო ტატიშვილის ინტერვიუ“, ინგა გრიგოლია: „ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა…“

ამ კრიტიკის შესახებ ნოდიკომ „ფორტუნასგან“ შეიტყო, როდესაც კომენტარისთვის დავუკავშირდით.

ნოდიკო ტატიშვილი:

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ქალი უნდა იყოს სუფთა, ესთეტი, მიხედოს მეუღლესა და ოჯახს? მიყვარს სისუფთავე. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, ვერ მივხვდი, აბა, ბინძურ სახლში უნდა ვიცხოვროთ? ვინც მაკრიტიკებს ამ გამონათქვამების გამო, შეგიძლია, მათი მისამართით დაწერო – ვაი, თქვენს პატრონს!. აბა, მე უნდა ვწმინდო მტვერი სახლში?

ის არ მითქვამს, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს, უნდა იყოს რეალიზებული. დედაჩემი მუშაობს და გვივლის კიდეც, ორივეს ერთად ძალიან კარგად ახერხებს. ქალს ჩემთვის ცოტა სხვა ფუნქცია აქვს. სიყვარული უფრო ძლიერდება, როცა ხედავ, რომ ქალი შენზე ზრუნავს, გივლის. საქართველოში კი ოღონდ ვიღაც გააკრიტიკონ.

სექსისტიაო, შენზე თქვეს, ანუ ადამიანი, რომელსაც მიკერძოებული განწყობა აქვს რომელიმე სქესის მიმართ…

(იცინის) ჩემი დისკრიმინაციაც გამოდის მაშინ, როცა მეუღლეზე უნდა ვიზრუნო, ბედნიერ ქალად ვაგრძნობინო თავი და ზედ გადავყვე. ეს ჩემი საქმეა და ქალი რომ მეუღლეს უვლის, ეს თუა გასაკრიტიკებელი, არ ვიცი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები