LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო ენას ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტი ემსახურება.. უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც ენას ეკადრება“ – ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერი ჩამოინგრა

162
ენათმეცნიერების ინსტიტუტი

თბილისში, ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერი ჩამოინგრა – ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ინსტიტუტის თანამშრომელი, დიანა ანფიმიადი ავრცელებს.

თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარე ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია.

ადგილზე მისულ მედიასთან, ამ თემაზე კომენტარი ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა გააკეთა და თქვა, ინსტიტუტი მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობაა.

მისი თქმით, იცის ეს ყველა ინსტანციამ იცის და მდგომარეობის გამოსწორებას ჰპირდებიან:

„ანუ ახალ შენობას, ამის გარემონტებას და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ, რომ ისევ აქ ვართ და სამწუხაროდ ინგრევა შენობა.

აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია და შემთხვევით იმ დროს რომ ვინმე ყოფილიყო შენობაში, შესაძლებელი იყო, ამ ყველაფერს, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყოლოდა.

სახელმწიფო ენას ქვეყანაში ემსახურება ეს ერთადერთი ინსტიტუტი, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო ენის შემსწავლელ ინსტიტუტს ჰქონდეს ის პირობები, რაც ჩვენს ენას ეკადრება.“– უთხრა გიორგი გოგოლაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

 

პოპულარულები