LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია

148
Untitled design

ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ასეთი რანგის ადამიანების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ამერიკას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის და რეგიონის მიმართ“.

ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნისთვის სირცხვილი იყო.

„ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სრულიად სამარცხვინო იყო, მსოფლიო ლიდერები იქ რას საუბრობდნენ და რა განწყობა არის ზოგადად უკრაინასთან მიმართებით. როცა ყველა საუბრობს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ყველა ამას იმეორებს, ამ დროს ჩადის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერი და რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, ეს ჩემი აზრით, სირცხვილია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ კანონის ინიცირების კონკრეტულ მიზანს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ხელის შეშლა წარმოადგენს.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„არ ვიცი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს ბოლომდე გაიყვანენ. ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წლის ბოლოს, ასეთ რაღაცებს სპეციალურად იგონებენ“ ,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g