ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილმა სოლისტმა ანა სედოკოვამ საკუთარი დაბადების დღე კვიპროსში აღნიშნა, მას 33 წელი შეუსრულდა. დღესასწაულის ამსახველი ფოტო და ვიდეო კი მომღერალმა ინსტაგრამზე გააზიარა.
სწორედ ეს ფოტოები გახდა იმ ჭორების მიზეზი, რომელიც მომღერლის ორსულობას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, ანა ინსტაგრამზე საკმაოდ ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კომენტარებს, რისი დასტურიც მის მიერ გამოქვყენებული ვიდეო გახლავთ.
იმის დასამტკიცებლად, რომ ორსულად არაა, მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საცურაო კოსტუმის ამარა ცეკვავს. ამით ანამ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი.
Видео опубликовано ANNA SEDOKOVA (@annasedokova)