LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას – პრეზიდენტი სენატორებთან შეხვედრაზე

149
ფორტუნა (32)

„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯინ შაჰინს აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – სალომე სამადაშვილი სენატორთან შეხვედრაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პარალელურად, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.

როგორც ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზედაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს. პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.

„აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხვიჩია: სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო, მიკვირს, ჩვენ რატომ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრაზე

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

magti 5g