ამერიკელ სენატორთან გამართული მიღების შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.
სამადაშვილის თქმით, ჯინ შაჰინის ინტერესს წარმოადგენს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, რომ „მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი“, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. ის არის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი და გულშემატკივარი. ის არის ძალიან გულდაწყვეტილი ისევე, როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.