LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

136
226297

ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისინებს.

სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებული იყოს „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირებზე და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული სსკ-ის 356-ე მუხლით – „სახელმწიფოს ღალატი”, – იუწყება ბელარუსის მედია.

დეპუტატების მიერ დამტკიცებულ სხვა ცვლილებებს შორის არის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

შემდეგი ეტაპი მოიცავს კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს რესპუბლიკის საბჭოს მიერ კანონპროექტის დამტკიცებას, რის შემდეგაც ხელი უნდა მოაწეროს ალექსანდრე ლუკაშენკომ.

პოპულარულები