LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს 3, 4, 5 თვის ასაკში და როდის უნდა დაიწყოს მეტყველება – გვანცა არველაძის რეკომენდაციები

435
გვანცა-არველაძე

როგორი უნდა იყოს ბავშვის განვითარება ასაკის მიხედვით და რა არ უნდა გამოეპაროთ მშობლებს. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ნევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, კლინიკა „მზიური მედის“ ექიმმა გვანცა არველაძემ ისაუბრა.

„ბავშვთა განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, როდესაც ჩვენ განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვაკვირდებით. არის გარკვეული მახასიათებლები, რომელთა შეფასებაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ ნორმალურ განვითარებაზე ან დაყოვნებაზე.

მოგეხსენებათ, განვითარების შეფასება ახალშობილობის პერიოდიდან იწყება. როდესაც ახალშობილი იბადება, მას უკვე განვითარებული აქვს გრძნობათა ორგანოები, ჩამოყალიბებული აქვს გემოვნება, ხედავს, ესმის, გრძნობს, იმყოფება თანდაყოლილი რეფლექსების ზემოქმედების ქვეშ, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეფლექსები შესაძლებლობას აძლევს მას, რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება მანამ, სანამ მისი და ტვინის მომწიფება მოხდება.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვის განვითარება შეფერხდა – გვანცა არველაძე მეტყველებისა და განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე

აღნიშნული რეფლექსებია: ძუძუს ძებნის, წოვის, ნაბიჯების, ცოცვის და ა.შ. შესაბამისად, თანდათანობით, უკვე 2 თვის ასაკისთვის ხდება ხმაურზე ფოკუსირება, მხედველობის ფიქსაცია, თვალის გაყოლება.

3 თვის ასაკისთვის გვაქვს გამოცოცხლების პერიოდი, როდესაც ცნობაზე გვაქვს აქცენტი.

4 თვის ასაკში მშობელს ვეუბნებით, რომ აქცენტი იყოს ხელის განვითარებაზე, რადგანაც მას შეუძლია, რომ შეეხოს.

5 თვის ასაკიც ძალიან აქტიური პერიოდია, ვაკვირდებით გადაბრუნებას, შემდგომ ვაკვირდებით ჯდომას, ნაბიჯების გადადგმას დახმარებით, ნაბიჯების გადადგმას დამოუკიდებლად.

ეს არის ის მოტორული მახასიათებლები, რომლებიც გარკვეულ ასაკში უნდა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს საშუალო ვადა და არსებობს შესაძლო საზღვარი, თუ საიდან იწყება და სად არის ბოლო ვადა და ბოლო პერიოდი, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, 5 თვის ასაკში ყველა ბავშვი აუცილებლად უნდა ტრიალებდეს.

ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელობა აქვს გარემოს, თუ რა გარემოში იმყოფება ბავშვი, მაგალითად, გაჯეტებს და სხვადასხვა სტრესულ ფაქტორებს. მაგრამ გარდა გაჯეტებისა, არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რომელთაც შეიძლება მეტყველების შეფერხება და დაყოვნება გამოიწვიონ. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, სხვადასხვა დაავადებები, ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანება, ინფექცია, ტრავმა, ამის ბევრი მიზეზი არსებობს. თავის ტვინში არსებობს შესაბამისი ცენტრები, რომლებიც შეიძლება არ იყოს სრულფასოვნად განვითარებული, ამიტომ მხოლოდ გაჯეტი არ შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ გაჯეტიც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ზუსტად ჩავშალო, თუ რატომ. მეტყველებაში არსებობს რამდენიმე სენსიტიური ფაზა, არსებობს მგრძნობიარე, კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, 1,5 – დან 2 წლამდე ასაკში, როცა უკვე ძალიან აქტიურად ხდება სიტყვათა ფორმირება და ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში, თუ ბავშვი იმყოფება სტრესულ პირობებში, თუ ის მუდმივად არის გაჯეტის და ეკრანის ზეგავლენის ქვეშ, ანუ არ აქვს ცოცხალი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დაყოვნება ტიპურ ბავშვებში და ისეთ ბავშვებში, რომელთაც აქვთ გარკვეული საჭიროება, იქ კიდევ უფრო მძიმედ მიდის ეს მდგომარეობა. მეორე ფაზაზე თუ ვისაუბრებთ, როდესაც 2 წლის ასაკიდან უკვე ფრაზული მეტყველებაა, ბავშვი ფრაზებს აბამს, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან აქ არის ფიზიოლოგიური იტერაციის პერიოდები, ანუ ხდება გამეორება სიტყვების, ბგერების და აქაც სტრესი არასასურველი ფაქტორია და გარემოს არასასურველი პირობები, ორივე იწვევს მდგომარეობის გაუარესებას. როგორც აღვნიშნეთ, გაჯეტის გარდა არის სხვა მიზეზებიც, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაჯეტი, არამედ გარემოც, რომელშიც ჩვენი პატარა იმყოფება“ – განაცხადა გვანცა არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g