მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მატარებლების მოძრაობა აღდგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შეფერხება მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში შექმნილმა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.