LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებმა ერთმანეთის შესახებ 85-წლიანი განშორების შემდეგ გაიგეს

145
1_GMN_REUNION_03JPG

დიდ ბრიტანეთში 87 წლის ალენ სუინბენკმა და მისმა უმცროსმა ძმამ ჯონმა ერთმანეთის არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდნენ. The Mirror-ის ინფორმაციით, ძმებმა ერთმანეთი 85 წლიანი განშორების შემდეგ აღმოაჩინეს.

ალენი დედასთან ერთად გაიზარდა, ბიჭუნა მხოლოდ 6 თვის იყო როცა მამა ოჯახიდან წავიდა. „დედაჩემი მამაჩემს ვერ იტანდა, ამიტომ მასზე ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით. მამა პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა 26 წლის ვიყავი. მას არასდროს უხსენებია, რომ ძმა მყავდა“ – იხსენებს კაცი.

ალენის 85 წლის ძმა ჯონი ბებიასთან იზრდებოდა, მამა არასდროს უნახავს და ძმის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა. ჯონს ნათესავები ეუბნებოდნენ, რომ მამამისი ომში დაიღუპა, თუმცა მამაკაცმა მოგვიანებით გაიგო, რომ მამა სინამდვილეში 1980 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2023 წლის დასაწყისში ჯონის შვილიშვილმა ალენი მაშინ იპოვა, როცა გენეალოგიურ ხეს ადგენდა. გოგონამ მაშინვე დაურეკა ალენს და უთხრა, რომ ის ბაბუამისის ძმა იყო. როდესაც კაცებმა ერთმანეთის შესახებ გაიგეს, მაშინვე შეხვედრა დათქვეს. პირველი შეხვედრის შემდეგ ძმები აღარც დაშორებულან, ერთმანეთის ოჯახები გაიცნეს და ერთმანეთთან დაამეგობრეს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები