LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი ჩინეთს: თუ პრეტენზია გაქვთ, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეთ

122
გაგაგა

თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ჩინეთის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეხმაურება.

„ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. ჩინეთო, „შესაძლებლობის ფანჯარა“ უსასრულო არ არის“, – წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ზელნესკი ჩინეთის გეგმაზე: ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, მაგრამ უკვე კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო საუბარი უკრაინაზე

თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? – ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g