აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ის სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.
„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? ვერაფერი დავინახე გეგმაში, რაც მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ხელსაყრელი იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა, თუკი ჩინეთის გეგმა შესრულდება”, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის ლიდერმა იდეას ჩინეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ ირაციონალური უწოდა.