თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა” ავრცელებს.
მედიის ცნობით, თითქმის 240 000 მაშველი აგრძელებს მუშაობას თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში, თუმცა ბოლო დროს გადარჩენილი თითქმის არავინ უპოვიათ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა
ბავშვი, რომელიც სირიაში ნანგრევების ქვეშ გაჩნდა, დეიდამ და ბიძამ იშვილეს