გახსოვთ ალბათ, 2021 წელს, ლედი გაგას თავს დატრიალებული ტრაგედია. მისი ორი ძაღლი გაიტაცეს, ძაღლების გამსეირნებელს კი 4-ჯერ ესროლეს. ლედი გაგამ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ მას, ვინც ოთხფეხა მეგობრებს უვნებლად დაუბრუნებდა, 500 000 დოლარს გადაუხდიდა.
საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, არტისტის თანაშემწე გამოჯანმრთელდა, ძაღლები კი ლედი გაგას დაუბრუნეს. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ვარსკვლავს ძაღლების დამბრუნებლისთვის თანხის გადახდა არ სურს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ მაკბრაიდი, ლედი გაგას დაპირებული $500 000-ის გადაუხდელობის გამო უჩივის. სარჩელის მიხედვით, ლედი გაგამ პირობა დადო, რომ მას, ვინც ძაღლებს დაუბრუნებდა, აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა.
ცნობისთვის, ძაღლების გატაცებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს დეკემბერში 21-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ქალი, რომელმაც გატაცებული ძაღლები ლედი გაგას დაუბრუნა, დააკავეს
ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი დაჭრეს – თავდასხმის ვიდეო
ფოტო: ლედი გაგას ძაღლები უცნობმა ქალბატონმა დააბრუნა, ის კუთვნილ 500 000 დოლარს ითხოვს