LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებამ დღეს ძალის დემონსტრირება მოახდინა“ – თეონა აქუბარდია

145
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოახდინა ძალის დემონსტრირება და დაარღვია რეგლამენტი. საკომიტეტოს მოსმენაზე მათ არ შემოუშვეს ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ აგენტებად შერაცხონ, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მიზეზად მმართველმა გუნდმა დარბაზში ადგილების არარსებობა დაასახელა.

„მე მიწევდა ჟურნალისტის ფუნქციის შესრულება და სოციალური ქსელის საშუალებით გადმოვცემდი იმას, რაც ხდებოდა შიგნით. იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მისცა საშუალება ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ჰქონდათ სათქმელი, შემოსულიყვნენ დარბაზში. მიზეზად თქვეს, რომ ადგილები არ იყო, თუმცა სანამ ჩვენ დარბაზში შევიდოდით იქამდე იქ უკვე იყო არა მხოლოდ ხალხის ძალის დეპუტაცია, არამედ მათი პარტიის სხვა წარმომადგენლები“ – თქვა თეონა აქუბარდიამ გადაცემაში „დღის თემა“.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რისიც ეშინია ეს არის ხალხის პროტესტი, ამიტომ აუცილებელია მოქალაქეებმა აჩვენონ საკუთარი დამოკიდებულება.

„ხალხს აქვს პროტესტის უფლება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის მოქალაქეებთან პირადი კომუნიკაციით, რომ მეტი პროტესტი იყოს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g