LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი – ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ “მესიჯზე”, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

134
-50-2023-02-26_21-29-01_123780

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის ბრძოლისთვის ისე, როგორც არასდროს.

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. დათმობას არ ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც 1 კვირის წინ გამოვიდა. ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5 – კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ “მესიჯზე”, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები… მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა. რაც შესული ვართ პარლამენტში, მხოლოდ მისი თანხმოვნების გვესმის“, – აღნიშნავს ჩარკვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g