ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუს ტოპ-მოდელ ნატალია ვოდიანოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ნუცა მას დუბაიში BVLGARI-ის მიერ ორგანიზებულ საღამოზე შეხვდა.
ულამაზეს შავ კაბაში ნუცა არაჩვეულებრივად გამოიყურება.
„ყველაზე ტკბილი და საოცარი ადამიანი! მიყვარს“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისათვის, ნატალია ვოდიანოვა Victoria Secret-ის მოდელი იყო. ის მუშაობდა არაერთი მოდის სახლის პოდიუმზე Yves Saint Laurent, Gucci, Calvin Klein, Valentino.