გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის მოლაპარაკებების საფუძველი და პუტინმა უკრაინელების სიძლიერე არასწორად შეაფასა.
„ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ თავისი შეჭრით და იმპერიალისტური აგრესიით წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. უკრაინელების გარეშე გადაწყვეტა არ იქნება. პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის სიძლიერე, ისევე როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
ძნელია, ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ არის რაღაც აბსოლუტურად ნათელი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე იარაღით. ბაიდენი ძალიან ინფორმირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე.
ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პრეზიდენტი, რომელმაც იცის, როგორ არის საქმე მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ვითარება სულ უფრო და უფრო საშიში ხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.