მარტა ბარამიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა, თუ როგორ ამხილა მოძალადე ტელევიზიით:
„ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს” – მარტა ბარამიძე ბიკო ბირბიჩაძეზე
„აქამდე არ კი არა, ვერ გავამხელდი. ვიცოდი მისი შესაძლებლობები, მე არასრულწლოვანი ვიყავი და იმ პერიოდში არავინ მყავდა, ვინც გვერდით დამიდგებოდა და დამიცავდა. სადარბაზოშიც რომ მოვეკალი, არავინ მომაკითხავდა და ვერ ვბედავდი. თუმცა მოწმეების სახით მყავს დედაო, მამაო, მისი ყოფილი მეგობარი, რომელმაც იმ ბინის პირველი სართულიდან წამომიყვანა, სადაც მას გავექეცი.
დღეს აღარ მეშინია და მინდა, ყველა მოძალადე დაისაჯოს.
„ია ფარულავას კონვერტში“ მოძალადე ფულის გამო არ ვამხილე, არ მინდა, კიდევ ვინმეს მიაყენოს ზიანი და მსგავსი საშინელება განაცდევინოს.
სხვათა შორის, გადაცემის გასვლის შემდეგ გამომძიებელი დამიკავშირდა პოლიციაში მისვლა მთხოვა. არ ვაპირებ მისვლას, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, მსხვერპლი მე ვარ და თუ დაინტერესდებიან, თავად მოვიდნენ. ორი წლის წინ ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, წლების წინ ასეთი და ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, ახლა რა რეაქცია გექნებათ, რას გააკეთებდით-მეთქი და მითხრეს; ვერაფერს ვიზამთ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო. არ მითქვამს, მე შემემთხვა-მეთქი. წლებია, შინაგანი ტკივილი არ მასვენებდა, არც მეგობრების შარში გარევა მინდოდა და არ ვუყვებოდი. ია ფარულავას გადაცემა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ძალა მოვიკრიბე და შევძელი ამის მოყოლა და ასეც მოვიქეცი“.